
![]() |
შეიძლება არც ისე შემთხვევთია ის, რომ ბლოგს ამ პოსტით ვიწყებ. ვერ ვიტყვი, რომ "ზაფხულის სასახლე" ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია, მაგრამ იმის თქმა კი თამამად შემიძლია რომ მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა; იმდენად, რომ მისი დასრულების შემდეგ სასწრაფოდ სხვა ფილმს დავუწყე ძებნა ის ემოციები რომ გამელენებინა რაც მისმა ყურებამ დამიტოვა. ძალიან მოკლედ თუ ვიტყვი ეს არის ფილმი
სიყვარულზე. თუ ელოდებით მორიგ რომანტიკულ დრამას, რომელზედაც ჯერ სიმწრის ცრემლებს დაღვრით მისი გმირების ტანჯვის ყურებითა და ბოლოს სიხარულის ცრემლებს დააყოლებთ ბედნიერი დასასრულის ცქერით, მაშინ ეს სურათი თქვენთვის არ არის. იმ გრძნობისაგან, რომელსაც აქ ნახავთ, არ უნდა ელოდოთ არც სამუდამოდ ერთად ყოფნას და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - არც ბედნიერებას; უბრალოდ უნდა დატკბე ყოველი წუთით, რადგან არ იცი რა შეიცვლება ხვალ.
"ზაფხულის სასახლე" ჩინური ფილმია. არც ფილმის რეჟისორი და არც მსახიობები ალბათ, თბილისელი ნამდვილი ან ვითომ კინომოყვარულებისათვის ნაცნობი არ იქნება. ჰაო ლეი, გუა ხიადონგ, ჰუ ლინგლინგ, ჟანგ ხიანმინ - მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობებია; დამდგმელი კი გახლავთ ლოუ იე, ჩინელი რეჟისორების საინტერესო და ნიჭიერი, ე.წ. "მეექვსე თაობის" წარმომადგენელი.
სახელწოდება : ზაფხულის სასახლე
რეჟისორი : ლოუ იე (Lou Ye)
ჟანრი : დრამა, მელოდრამა
ქვეყანა: ჩინეთი
გამოსვლის თარიღი : 2006, 18 აპრილი
ენა : ჩინური (მანდარინი), გერმანული
ხანგრძლივობა: 140 წთ.
იუ ჰონგი - Hao Lei
ჟოუ ვეი - Guo Xiadong
ლი ტი - Hu Lingling
ხიაო ჯუნი - Cui Lin
რუო გუ - Zhang Xianmin
დონგდონგი - Zeng Meihuizi
მისი ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე: Summer Palace.
ნამუშევარი საფრანგეთის კულტურის სამინისტროს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით შეიქმნა. მასში უხვად ნაჩვენები სიშიშვლისა და სექსის სცენები, ასევე პოლიტიკური განწყობა, გახდა მიზეზი რეჟისორის ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობისა. "ზაფხულის სასახლე" კანის კინოფესტივალზე ისე გავიდა, რომ მთავრობის ნებართვა არ მიუღია. საბოლოოდ ფილმი ჩინეთის რესპუბლიკაში აიკრძალა, ლოუ ვეისა და პროდიუსერს ცენზურა დაადეს და 5 წლით ფილმების გადაღება აუკრძალეს. იმასაც ამბობენ, რომ ფილმის საზღვარგარეთ ნებართვის გარეშე გატანამ გააღიზიანა ხელისუფლება და ეს გახდა აკრძალვის მიზეზი და არა ზემოთ აღნიშნული მიზეზები.
ნამუშევრის პრემიერა 2006 წლის 18 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგა. წარდგენილი იყო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, მაგრამ პრიზი ვერ აიღო. საგულისხმოა ის, რომ იმ წელს კანის კონოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ასევე ჩინელი, ვონგ კარ ვაი გახლდათ. კანის გარდა ის ტორონტოსა და მილ ვოლის კინოფესტივალებზე აჩვენეს. კინოგაქირავებაში ის ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი - საფრანგეთში გამოვიდა, უშინაარსო და ტრაფარეტული სახელით: - "ჩინელი ახალგაზრდობა".
სექსი სცენებს რაც შეეხება, პირადად ჩემთვის მათი ხანგრძლივობა გადამეტებული მეჩვენა. სცენებში ასახული მოქმედებების თავისუფლება რეჟისორს პორნოგრაფიად არ მიაჩნია, რადგან მისი თქმით ისინი არასდროს არიან გრძნობის გარეშე.
ფილმი, პირობითად, ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველი ნაწილის მოქმედება 1987-1989 წლებში ვითარდება პეკინში, მეორე - 1989-2001 წლებში ჩინეთის ქალაქებში: შენზენში, ვუჰანში; ლოკაციის ერთ-ერთი ადგილი არის ბერლინიც.
პირველ ნაწილში ისტორია უწყვეტად ვითარდება, მეორეში - პერსონაჟების ცხოვრების ხანმოკლე ეპიზოდება ნაჩვენები სხვადასხვა წლებში. ორივე დამოუკიდებელ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. პირველში - განწყობა და ფერები ნათელია, თითქოს სხვა ფილმს უყურებ. კარგად ჩანს ახალგაზრდული სული, იმედი, რწმენა რომ ყველაფერი წინაა და რომ ისინი ყველაფრის შეცვლას შეძლებენ; მეორე - კონტრასტია. გმირები ცხოვრების დინებას მიყვებიან, კინო-ობიექტივის კადრებივით გაფერმკრთალებულ ცხოვრებაში.
მინდა ავღნიშნო ფილმის ძალიან ლამაზი საუნდტრეკები და გამოვყო ქართული სულიკო, რომელიც რამდენიმე ადგილზე ჟღერს. ამჯერად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კომპოზიტორია ირანელია და ჩემთვის უცნობია როგორ მოხვდა ჩინეთში ქართული ჰანგები.
"ზაფხულის სასახლეში" მოქმედება 1987 წლის ბოლოს იწყება ჩრ. კორეისა და ჩინეთის საზღვართან მდებარე პატარა და მოსაწყენ ქალაქ ტიუმენში, სადაც მთავარი გმირი იუ ჰონგი ცხოვრობს. რეჟისორის მიერ ამ ქალაქის არჩევაც არ არის შემთხვევითი, ის მიიჩნევს რომ მის მდებარობას შეიძლებოდა გავლენა ქონოდა პერსონაჟის ხასიათზე. ამბავი ჩრდილოეთში იწყება და ჩრდილო-სამხრეთის ქალაქებისაკენ ვითარდება - ეს ჩინეთის განვითარების პარალელია.
გოგონა სწავლას იწყებს წარმოსახვით ბეიქინგის (ვითომ პეკინის) უნივერსიტეტში. ის ემოციებზე დამოკიდებული ადამიანია, უნდა გაიგოს რა არის ცხოვრება, ცდილობს მიიღოს ახალი შეგრძნებები და გამოცდილებები; მათკენ მიმავალ გზად კი სიყვარული ესახება. დროდადრო ჟღერს მისი მონოლოგი დღიურიდან, სადაც ის თავის გრძნობებზე საუბრობს.
უნივერსიტეტში ის გაიცნობს ჟოუ ვეის, სიმპატიურ ინტელექტუალს. მათი ურთიერთობა მალე გადაიზრდება გადაიზრდება, რომელიც ერთმანეთთან მთელი ცხოვრების განმავლობაში დააკავშირებს, რადგან ასეთი ძლიერი გრძნობა ალბათ, არასდროს ქრება რამდენი ხანიც უნდა გავიდეს. იუ ჰონგისაგან განსხვავებით ჟოუ ვეი არ არის იმპულსური ადამიანი, მას უფრო აღელვებს რა იქნება მომავალში.
საბოლოოდ, შეყვარებულის ეჭვიანობა და მერყევი ხასიათი ბიჭს მიიყვანს გადაწყევტილებამდე რომ ისინი უნდა დაშორდნენ. გადაწყვეტილებას ხელს უწყობს ის, რაც დღემდე ტაბუდადებული თემაა ჩინეთის მთავრობის მიერ- 4 ივნისის ტიანმანის მოედნის პროტესტი, სადაც მოქალაქეები, ძირითადად სტუდენტები, ერთ-ერთი გამორჩეული რეფორმატორის, კომუნისტური პარტიის ყოფილი მდივნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ინფლაციას, უმუშევრობას, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და პოლიტიკური ელიტის კორუმპირებულობას აპროტესტებდნენ.
მათ წინააღმდეგ სამხედრო ძალა იქნა გამოყენებული. შედეგად ასობით სტუდენტი და მშვიდობიან მოქალაქე დაიღუპა. გარდატეხა მოხდა ორივეგან: ქვეყანაში და შეყვარებულების ურთიერთობაში. იუ ჰონგი სამუდამოდ მიდის პეკინიდან. რამდენიმე თვეში ჟოუ ვეი, ლი ტი (იუ ჰონგის მეგობარი, რომელთანაც აღმოჩნდა რომ ჟოუ ვეის სასიყვარული ურთიერთობა ქონდა) და ლი ტის შეყვარებული ბერლინში მიდიან.
ვფიქრობდი რომ ისტორია, რომელიც ფილმშია, სხვა დროშიც ასევე წარმატებით შეიძლებოდა განვითარებულიყო. პოლიტიკურ მოვლენებს არ აქვს ისეთი ყურადღება დათმობილი, რომ ფილმში ჩართვა რამედ ღირებულიყო. შემდეგ წავიკითხე ლოუ იეს ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ სწორედ მისი სტუდენტობის პერიოდს დამეთხვა ის ტრაგიკული ისტორიული მოვლენა, რომელმაც შემდეგ ფილმში და მის გმირებში პოვა გამოძახილი. აზრი იმაში დევს, რომ ისეთი უბრალო ადამიანების მიერ ისეთი რთულად სამართავი და შეუქცევადი პროცესები, როგორიც პოლიტიკური მოვლენაა, უფრო ადვილი დასაძლევია ვიდრე ის რაც ადამიანის შიგნით ხდება. გრძნობები, რომლებიც პერსონაჟებმა 80-იანების ბოლოს გაიცნეს და განიცადეს გამოძახილსლ პოვებს 90-იანებში და შემდეგ წლებშიც. საუბარია არა მხოლოდ იუ ჰონგზეა. ლი ტინი და ჟოუ ვეიც სიცარიელეს განიცდიან ბერლინში. ჟოუ ვეი წლების შემდეგ ამბობ რომ მისი "შეყვარებული" ბერლიდან შორს ცხოვრობს.
ზაფხულის ერთმა დღემ, მათაც დაასვა დაღი, მიზეზს კი ვერ ხვდებიან. ისინი დაკარგულები არიან სამშობლოსაგან შორს. საბოლოოდ იუ ჰონგისა და ჩინეთის მონატრება ჟოუ ვეის სამშობლობში დაბრუნებას გადააწყვეტნებს. ლი ტი თავს იკლავს. ერთადერთი, რაც მას ბერლინში ახლობლებისაგან შორს, წარსულთან აკავშირებდა, ჟოუ ვეი იყო. ჩემთვის გასაკვირი იყო ის ფაქტი რომ ჟოუ ვეისთან საუბრისას, ლი ტის შეყვარებული ამბობს, რომ მან არ იცოდა უყვარდა თუ არა ლი ტი, რომელთან ერთადაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.
2000 წელს ჟოუ ვეი ჩონგქინგში, ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ბრუნდება, სადაც სამსახურსაც პოულობს და ქალსაც, ვისთან ერთადა ცხოვრობს.
ამ პერიოდის განმავლობაში ვერც იუ ჰონგმა იპოვა ადგილი. იცვლის ქალაქებს და პარტნიორებს. სექსი მისთვის ერთადერთი გზა ხდება გამოხატოს შინაგანი ნაზი და მგრძნობიარე ბუნება, რისი საშუალებაც არ მიეცა ჟოუ ვეისთან. საოცარია ამ გმირის როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი ცვლილება. მსახიობმა შესანიშნავად შეძლო ეთამაშა 17 წლის უდარდელი გოგონა და 30 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც აპათიურია გარემოსადმი. რეჟისორი ხშირად იყენებს მისი სახის ახლო კადრებს და მისი სევდანარევი ღიმილი არაფერია სხვა, თუ არა ბედნიერების განცდა იმის გამო რაც იყო. ის ამჯერად რეალურად ხედავს ყველაფერს და შესანიშნავად ხვდება, რომ რაც იყო წლების წინ ის ვეღარ განმეორდება.
ჟოუ ვეი შემთხვევით იგებს იუ ჰონგის მისამართსა და იმას, რომ ქალს ოჯახი შეუქმნია. 2001 წელს, 12 წლის შემდეგ, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. მოლოდინით სავსე შეხვედრას საიმედო არაფერი მოაქვს. მათ არაფერი აქვთ სათქმელი და არც პასუხი კითხვაზე, თუ რა იქნება შემდეგ. იუ ჰონგი სასტუმროდა სასმელის საყიდლად გადის, ჟოუ ვეი, რაღაც დროის შემდეგ ხვდება რომ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელია. იუ ჰონგი უყურებს როგორ ჩაუვლის გზად ჟოუ ვეი, კაცი კი არ იმჩნევს რომ ქალი დაინახა. ისინი ერთმანეთს აღარასდროს ხვდებიან.
მე ასე მგონია, რომ გმირებს არამხოლოდ ერთმანეთი უყვართ. ისინი წარსულს ეძებენ, დროს რომელიც უკან დარჩა, უნივერსიტეტის წლებში, პეკინში, ზაფხულის მზეში და ზაფხულის სასახლეში სადაც გრძნობები მეფობდნენ და ისინი ბედნეირებიც იყვნენ და ხანდახან უბედურებიც.
ამ დროს კი ბერლინში, ლი ტის საფლავის ქვაზე, უცნობის მიერ ამოტვიფრული წარწერა არის:
პირველ ნაწილში ისტორია უწყვეტად ვითარდება, მეორეში - პერსონაჟების ცხოვრების ხანმოკლე ეპიზოდება ნაჩვენები სხვადასხვა წლებში. ორივე დამოუკიდებელ ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. პირველში - განწყობა და ფერები ნათელია, თითქოს სხვა ფილმს უყურებ. კარგად ჩანს ახალგაზრდული სული, იმედი, რწმენა რომ ყველაფერი წინაა და რომ ისინი ყველაფრის შეცვლას შეძლებენ; მეორე - კონტრასტია. გმირები ცხოვრების დინებას მიყვებიან, კინო-ობიექტივის კადრებივით გაფერმკრთალებულ ცხოვრებაში.
მინდა ავღნიშნო ფილმის ძალიან ლამაზი საუნდტრეკები და გამოვყო ქართული სულიკო, რომელიც რამდენიმე ადგილზე ჟღერს. ამჯერად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კომპოზიტორია ირანელია და ჩემთვის უცნობია როგორ მოხვდა ჩინეთში ქართული ჰანგები.
"ზაფხულის სასახლეში" მოქმედება 1987 წლის ბოლოს იწყება ჩრ. კორეისა და ჩინეთის საზღვართან მდებარე პატარა და მოსაწყენ ქალაქ ტიუმენში, სადაც მთავარი გმირი იუ ჰონგი ცხოვრობს. რეჟისორის მიერ ამ ქალაქის არჩევაც არ არის შემთხვევითი, ის მიიჩნევს რომ მის მდებარობას შეიძლებოდა გავლენა ქონოდა პერსონაჟის ხასიათზე. ამბავი ჩრდილოეთში იწყება და ჩრდილო-სამხრეთის ქალაქებისაკენ ვითარდება - ეს ჩინეთის განვითარების პარალელია.
გოგონა სწავლას იწყებს წარმოსახვით ბეიქინგის (ვითომ პეკინის) უნივერსიტეტში. ის ემოციებზე დამოკიდებული ადამიანია, უნდა გაიგოს რა არის ცხოვრება, ცდილობს მიიღოს ახალი შეგრძნებები და გამოცდილებები; მათკენ მიმავალ გზად კი სიყვარული ესახება. დროდადრო ჟღერს მისი მონოლოგი დღიურიდან, სადაც ის თავის გრძნობებზე საუბრობს.
საბოლოოდ, შეყვარებულის ეჭვიანობა და მერყევი ხასიათი ბიჭს მიიყვანს გადაწყევტილებამდე რომ ისინი უნდა დაშორდნენ. გადაწყვეტილებას ხელს უწყობს ის, რაც დღემდე ტაბუდადებული თემაა ჩინეთის მთავრობის მიერ- 4 ივნისის ტიანმანის მოედნის პროტესტი, სადაც მოქალაქეები, ძირითადად სტუდენტები, ერთ-ერთი გამორჩეული რეფორმატორის, კომუნისტური პარტიის ყოფილი მდივნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ინფლაციას, უმუშევრობას, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და პოლიტიკური ელიტის კორუმპირებულობას აპროტესტებდნენ.
მათ წინააღმდეგ სამხედრო ძალა იქნა გამოყენებული. შედეგად ასობით სტუდენტი და მშვიდობიან მოქალაქე დაიღუპა. გარდატეხა მოხდა ორივეგან: ქვეყანაში და შეყვარებულების ურთიერთობაში. იუ ჰონგი სამუდამოდ მიდის პეკინიდან. რამდენიმე თვეში ჟოუ ვეი, ლი ტი (იუ ჰონგის მეგობარი, რომელთანაც აღმოჩნდა რომ ჟოუ ვეის სასიყვარული ურთიერთობა ქონდა) და ლი ტის შეყვარებული ბერლინში მიდიან.
ვფიქრობდი რომ ისტორია, რომელიც ფილმშია, სხვა დროშიც ასევე წარმატებით შეიძლებოდა განვითარებულიყო. პოლიტიკურ მოვლენებს არ აქვს ისეთი ყურადღება დათმობილი, რომ ფილმში ჩართვა რამედ ღირებულიყო. შემდეგ წავიკითხე ლოუ იეს ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ სწორედ მისი სტუდენტობის პერიოდს დამეთხვა ის ტრაგიკული ისტორიული მოვლენა, რომელმაც შემდეგ ფილმში და მის გმირებში პოვა გამოძახილი. აზრი იმაში დევს, რომ ისეთი უბრალო ადამიანების მიერ ისეთი რთულად სამართავი და შეუქცევადი პროცესები, როგორიც პოლიტიკური მოვლენაა, უფრო ადვილი დასაძლევია ვიდრე ის რაც ადამიანის შიგნით ხდება. გრძნობები, რომლებიც პერსონაჟებმა 80-იანების ბოლოს გაიცნეს და განიცადეს გამოძახილსლ პოვებს 90-იანებში და შემდეგ წლებშიც. საუბარია არა მხოლოდ იუ ჰონგზეა. ლი ტინი და ჟოუ ვეიც სიცარიელეს განიცდიან ბერლინში. ჟოუ ვეი წლების შემდეგ ამბობ რომ მისი "შეყვარებული" ბერლიდან შორს ცხოვრობს.
ზაფხულის ერთმა დღემ, მათაც დაასვა დაღი, მიზეზს კი ვერ ხვდებიან. ისინი დაკარგულები არიან სამშობლოსაგან შორს. საბოლოოდ იუ ჰონგისა და ჩინეთის მონატრება ჟოუ ვეის სამშობლობში დაბრუნებას გადააწყვეტნებს. ლი ტი თავს იკლავს. ერთადერთი, რაც მას ბერლინში ახლობლებისაგან შორს, წარსულთან აკავშირებდა, ჟოუ ვეი იყო. ჩემთვის გასაკვირი იყო ის ფაქტი რომ ჟოუ ვეისთან საუბრისას, ლი ტის შეყვარებული ამბობს, რომ მან არ იცოდა უყვარდა თუ არა ლი ტი, რომელთან ერთადაც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.
2000 წელს ჟოუ ვეი ჩონგქინგში, ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ბრუნდება, სადაც სამსახურსაც პოულობს და ქალსაც, ვისთან ერთადა ცხოვრობს.
ამ პერიოდის განმავლობაში ვერც იუ ჰონგმა იპოვა ადგილი. იცვლის ქალაქებს და პარტნიორებს. სექსი მისთვის ერთადერთი გზა ხდება გამოხატოს შინაგანი ნაზი და მგრძნობიარე ბუნება, რისი საშუალებაც არ მიეცა ჟოუ ვეისთან. საოცარია ამ გმირის როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი ცვლილება. მსახიობმა შესანიშნავად შეძლო ეთამაშა 17 წლის უდარდელი გოგონა და 30 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც აპათიურია გარემოსადმი. რეჟისორი ხშირად იყენებს მისი სახის ახლო კადრებს და მისი სევდანარევი ღიმილი არაფერია სხვა, თუ არა ბედნიერების განცდა იმის გამო რაც იყო. ის ამჯერად რეალურად ხედავს ყველაფერს და შესანიშნავად ხვდება, რომ რაც იყო წლების წინ ის ვეღარ განმეორდება.
მე ასე მგონია, რომ გმირებს არამხოლოდ ერთმანეთი უყვართ. ისინი წარსულს ეძებენ, დროს რომელიც უკან დარჩა, უნივერსიტეტის წლებში, პეკინში, ზაფხულის მზეში და ზაფხულის სასახლეში სადაც გრძნობები მეფობდნენ და ისინი ბედნეირებიც იყვნენ და ხანდახან უბედურებიც.
"სიკვდილის წინაშე ყველა თანასწორია, მიუხედავად იმისა ქონდა მას თავისუფლება და სიყვარული, თუ არა. იმედი მაქვს სიკვდილი არ არის შენი ბოლო. შენ სინათლეს ცემდი თაყვანს და ამიტომ სიბნელის არასდროს შეგეშინდება"
No comments:
Post a Comment