
1. არასოდეს ითამაშო მარტომ
2. არასოდეს გამოიყენო დაფა სასაფლაოზე
3. თამაშის დასრულებისას, ყოველთვის თქვი „ნახვამდის“
უიჯი, გასართობი დაფაა, რომლის საშუალებითაც ადამიანები გარდაცვლილთა სულებს „უკავშირდებიან“. მისი სავჭრო ნიშანი, სათამაშოების კომპანია ჰასბროს (Hasbro) ეკუთვნის. სწორედ ამ კომპანიის თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით გამოვიდა საშინელებათა ფილმი „უიჯი“, რომელმაც 2008 წლიდან მოყოლებული მრავალჯერ შეიცვალა რეჟისროი, პროდიუსერი, სცენარი, ბიუჯეტი, ქრონომეტრაჟი და როგორც იქნა თვენახევრიანი გადაღებების შემდეგ 2014 წლის ოქტომბერში დღის სინათლე იხილა. სტაილს ვაითმა პირველად მოსინჯა საკუთარი თავი როგორც რეჟისორმა და მრავალგზის ყველანაირად სახეცვლილი ფილმი საბოლოოდ მთლად შიშისაგან ასაკანკალებელი ჰორორი ვერ გამოვიდა.
სახელწოდება: უიჯი რეჟისორი : სთაილს უაითი (Styles White)
ჟანრი : მისტიკა, საშინელებათა ფილმი
ქვეყანა: აშშ
გამოსვლის თარიღი: 2014, 24 ოქტომბერი
ხანგრძლივობა: 89 წუთი
ენა: ინგლისური
ბიუჯეტი: 5 მლნ. $
ლეინი: Olivia Cooke
სარა: Ana Coto
ტრევორი: Darren Kagasoff
იზაბელა : Bianca Santos
პიტი: Douglas Smith
დები: Shelley Henning
დორისი: Sierra Heuermann
პოლინა: Lin Shaye
მსახიობები გადაღებებზე, შესვენებების დროს, გასართობად ხშირად იყენებდნენ დაფას იმის გასაგებად ექნებოდა თუ არა ფილმს წარმატება. ყველასდა გასაკვირად 5 მილიონი ბიუჯეტის მქონე ფილმმა 103 მილიონიანი შემოსავალი მოიტანა და საკმაოდ ბევრი მნახველი ყავდა მოჩვენებების მოყვარულ აზიის ბევრ ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში და ა.შ.


მათთვის ვინსაც ყოველთვის წიგნი ურჩევნია ფილმს, ვიტვყი რომ აქ საქმე შებრუნებულად მოხდა . ფილმის პრემიერამდე გამოვიდა რომანი, რომელიც ამ ფილმზეა დაფუძნებული. ავტორი, ქეთრინ თარნერი, უფრო მეტს მოგვითხრობს დებიზე, ლეინის მამაზე და ეკრანიზაციის უფრო გრძელ ვერსიას გვთავაზობს, პიტისა და იზის ახლებურად სიკვდილის ჩათვლით.
ფილმი მსახიობებისთვისაც დებიუტი იყო და ეს თამაშზეც ეტყობათ. ამ სტილის ჰორორიდან ბევრ ვერც მოითხოვ, მაგრამ გამოცდილება აშკარად აკლიათ. შელი ჰენინგი Teen Wolf-ის თაყვანისმცემლებს უკვე ეცოდინებათ და იმასაც შეამჩნევდნენ, რომ დების სახლი MTV-ის ამ სერიალში ბევჯერ აქვთ ნანახი. „უიჯი“ ძირითადად თინეიჯერებზეა გათვლილი. ამიტომ თვალს ვხუჭავ უემოციო მსახიობებზე, შემთხვევით გაპარულ შეცდომებზე, ერთმანეთთან შეუსაბამო სიუჟეტსა და სცენებზე და თხრობას ვიწყებ.
დები ტიპიური ამერიკელი მოზარდია, რომელიც როგორც შემთხვევით ვიდეოდან ირკვევა, სახლის დალაგებისას „უიჯი“-ს დაფას პოულობს. არ ჩანს რა ნახა მისი გამოყენებისას, მაგრამ მასთან მისული მეგობარი ლეინი ამჩნევს რომ რაღაც რიგზე ვერ აქვს. ლეინის წასვლის შემდეგ გოგონა დაფის პლანშეტიდან ხედავს რაღაცას, რაც მას აიძულებს თავი მოიკლას.
ისედაც სერიოზულ ლეინის მომხდარი უბედურება კიდევ უფრო გულჩათხრობილს ხდის. ამას ემატება მისი მეამბოხე დის პატრონობა, რომელსაც მხოლოდ მამა და ბებია ვერ უმკლავდებიან.


დასაფლავების შემდეგ დების დედა სახლისთვის თვალყურის დევნებას ლეინის სთხოვს, თვითონ კი მთელი ფილმის განმავლობაში აღარ ჩანს. გოგონა გადაწყვეტს რამდენიმე მეგობრის დახმარებით გარდაცვლილი მეგობრის სულს დაუკაშირდეს და გაიგოს რატომ მოიკლა მან თავი (ამ დროს 129 წუთიანი ფილმიდან 30 წუთზე მეტი უკვე გასულია და საშიში ან ოდნავ საშიში მაინც ჯერ არაფერი მომხდარა). ჩაბნელებულ ოთახში, სასადილო მაგიდასთან ისინი მართლაც გადიან ვიღაცასთან კონტაქტზე, მაგრამ ეს ვიღაც დები სულაც არ არის. სიუჟეტი დაძაბული ხდება და მოვლენების საინტერესოდ განვითარებას მოველი. სეანსის დროს ისინი ეცნობიან დ.ზ.-ს, რომელიც ერთი პირგაკერილი, გარდატეხის ასაკში მყოფი ქერა გოგონა. აქ არის ფილმის ჰორორ-კულმინაცია: უცებ მოვარდნილი დ.ზ.-ს დედა, რომელიც წესით ფილმის ანტიგმირია. მოჩვენება იწყებს ნადირობას მათზე ვინც მისი გამოძახება მოახერხა. რეჟისორის და სცენარისტის ფანტაზია ამოკერილი პირით სიკვდილის მეტს ვერ გასცდა. იღუპება იზაბელი, მოგვიანებით კი პიტი, დების შეყვარებული.


ლეინი სახლის სხვენზე აღმოაჩენს ფოტოებს სადაც სავარაუდოდ დ.ზ. არის გამოსახული. აქვე პოულობს თოჯინას, რომელიც ერთ მომენტში თავისით გადაადგილდება. თუ რა როლი უკავია ფილმში ან ეკავა წინა მფლობელის ხელში ეს გაურკვეველი რჩება.
მეგობრები გამოძიებას მიყავთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც როგორც დ.ზ.-ს , ანუ დებორა ზანდერის და, პოლინა არის მოთავსებული. შუახნის ქალბატონი ახალგაზრდებს ეუბნება, რომ მათი დედა სპირიტიზმით იყო გატაცებული და ის მის გარდაცვლილ დას სულებთან დასაკავშირებლად, როგორც „გამტარს“ ისე იყენებდა. ქალი თანდათან ჭკუიდან შეიშალა და დორისს პირი ამოუკერა, გარდაცვლილთა ხმები რომ აღარ გაეგო. პოლინამ დედა მოკლა, რის შემდეგაც ის სულიერად ავადმყოფად გამოცხადდა. მოჩვენების გასაჩერებლად აუცილებელია პირიდან ნაკერების ახსნა. მეგობრები პოლინას უჯერებენ და მართლაც უჭრიან ნაკერებს სარდაფში ნაპოვნ სხეულს. ირკვევა რომ ამით მათ მხოლოდ გაათავისუფლეს დორისის სული. ახლა ის ჩაიდენს ყველაფერს რასაც მოისურვებს. სინამდვილეში განრისხებული არა დედის, არამედ დორისის სულია. დედას მხოლოდ ხელი უნდოდა შეეშალა ქალიშვილისთვის.


ლეინს ბებია ეუბნება, რომ მოჩვენების შეჩერების ერთადერთი გზა დაფის და სხეულის დაწვაა. მთავარი გმირი და მისი და, სარა წარმატებით ახერეხებენ გვამის განადგურებასა და არცთუ ისე საშიშნელი შესახედაობის მოჩვენების დამარცხებას.
ყველაფერი უკან დარჩა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. აბაზანიდან გამოსული ლეინი ოთახში დაფის პლანშეტს პოულობს.
2016 წლის ოქტომბერში ფილმის მეორე ნაწილის გამოსვლა იგეგმება. მე რაღაც საინტერესოს მოველი, რადგან მასზე იმუშავებენ ისთი ფილმის რეჟისორები და სცენარისტები, როგორიცაა არარსებობა (Absentia) და ოკულუსი (Oculus).
დაელოდეთ პრემიერას. მანამდე კი უთხარით თქვენს თავს რომ „ეს მხოლოდ თამაშია“.
No comments:
Post a Comment