სერ რიდლი სკოტი იმ საკულტო რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის არამარტო ბიუჯეტით მაშტაბური ფილმები, განსაკუთრებით პოპულარული ფანტასტიკის, ტრილერისა და ისტორიული დრამის მოყვარულთა შორის არის. ასევე მათთვის, ვინც კინოში კარგი სპეც. ეფექტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით მიღწეული შთამბეჭდვი ვიზუალური კადრებისაგან სიამოვნების მისაღებად დადის.
"ზეციური სამეფო" ზემოთჩამოთვლილი მახასიათებლების კარგი ნიმუშია (მათ შორის, ფანტასტიკის ჟანრისაც; მიზეზებზე რამდენიმე აბზაცის შემდეგ დავწერ ; ). მას ხშირად ადარებენ, სკოტის რამდენიმე წლით ადრე გადაღებულ "გლადიატორს" რაც, ჩემი აზრით, შეცდომაა. თუმცა ვითვალისწინებ იმას, რომ ხალხი მაინც იმას ხედავს რაც მათ უნდათ, ჩემი პოზიციის დასამტკიცებლად თუ გასაქარწყლებლად არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოყვანას არ დავიწყებ, რადგან ფილმი ისედაც დიდია და პოსტიც, შესაბამისად, გრძელი გამოდის. დავამატებ ერთს: ამ კონკრეტულ თემაზე წერა გამიჭირდა და დროშიც გამეწელა, ეს კი იმას ნიშნავს რომ ნამუშევარი არც თუ ისე მოსაწონი გამოდგა ჩემთვის.
სახელწოდება: ზეციური სამეფო
რეჟისორი: რიდლი სკოტი (Ridley Scott)
სცენარის ავტორი: უილიამ მონაჰანი (William Monahan)
ჟანრი: ისტორიული დრამა
ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო, აშშ, გერმანია
გამოსვლის თარიღი: 2005, 2 მაისი
ენა: ინგლისური, არაბული, ლათინური, იტალიური
ხანგრძლივობა: 144 წუთი
ბიუჯეტი: 130 მლნ. $
შემოსავალი: 211.7 მლნ. $
ბალიანი - Orlando Bloom
სიბილა - Eva Green
ბოლდვინ IV - Edward Norton
სალადინი - Ghassan Massoud
ჰისპიტალიერი - David Thewlis
ტიბერიასი - Jeremy Irons
გოდფრი - Liam Neeson
გაი ლუზინიელი - Marton Csokas
რენე შატილიონი - Brendan Gleeson
ალმარიკი - Velibor Topic
იმადი - Alexander Sidding
რიჩარდ ლომგული - Iain Glen
"ზეციური სამეფო"-ს ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს ლონდონში, 2005 წლის 2 მაისს მიეცა, როცა გამოვიდი მისი შემოკლებული, თეატრალური ვერსია. მხოლოდ წლის ბოლოსათვის შეძლო რეჟისორმა საზოგადოებისათვის ეჩვენებინა ის , რაც მას სურდა რომ ენახათ, 144 წუთიანი კადრები. მას უკეთესი გამოხმაურება მოყვა, როგორც კინომოყვარულების, ასევე კრიტიკოსების მხრიდანაც. საბოლოოდ, სკოტს გარჯა მაინც დაუფასდა და ფილმა რამდენიმე პრიზიც დაიმსახურა; მათ შორის, საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისათვის და ევროპული კონოაკადემიის დაჯილდოვებაზე ხალხის რჩეულის წოდება ორლანდო ბლუმისათვის, როგორც წლის საუკეთესო მსახიობისათვის.
ისტორია მე-12 საუკუნეში ვითარდება უბრალო ფრანგი მჭედლის გარშემო, რომლის ცხოვრებაშიც ერთ დღესაც იწყება თავგადასავალი; გარემობებებს მიყავთ ის იერუსალიმში, ჯვაროსანი ქრისტიანებისა და ქალაქისათვის მებრძოლი მუსლიმების სამხედრო დაპირისპირებათა ქარცეცხლში. ის სიმამაცით სახელსაც იხვეჭს და ნანატრ სულიერ სიმშვიდესაც პოულობს.
სკოტმა არც ახლა უღალატა ჩვეულ მიდგომას და მართლაც, რომ შთამბეჭდავი რეკვიზიტები შექმნა და შეაქმნევინა იმისათვის, რათა 8 საუკუნის წინანდელი ისტორია მთელი სიცხადითა და რეალიზმით არექვა 21 საუკუნის მაყურებელს.
მეოთხედი მილიონი დაიხარჯა 1 200 ცალი, 650 სხვადასხვა დიზაინის მქონე დროშის შესაქმნელად, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად იკერებოდა.
12 0000-დან 15 000-მდე კოსტუმი გაკეთდა, რომლის თითოეულ მათგანს 13-15 ცალკე დეტალი ქონდა (ჩაჩქანი, ფეხსაცმელი, აბჯარი და ა.შ.).
7 500 ხმალი, 250 არბალეტი, 20 000 ისარი და 3 000 ფარი დამზადდა. მაროკოს მეფემ, სკოტის მეგობარმა, პირადად იზრუნა იმაზე, რომ 1 500 სამხედრო პირს, თავისი აღჭურვილობით, მიეღო მონაწილეობა გადაღებებში. ისინი როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი მებრძოლებს თამაშობდნენ, იცვლიდნენ რა კოსტუმებსა და დაპირისპირებული მხარეების პოზიციებს გადაღებების დროს.
28 000 კვ.მ.ზე აიგო იერუსალიმის პეიზაჟი, რომლის ჩრდილოეთი ფრთა კერაკის ეპიზოდისთვისაც გამოიყენეს.

სასახლე, რომელიც ფილმში გოდფრის საკუთრებაა, ესპანეთში 1076 წელს იქნა აშენებული ნამდვილი ჯვაროსნისთვის, კასტილო დე ლოარესათვის. ძველი ტექნოლოგიების საშუალებით გააკეთეს ფრანგული სოფელი,რომელიც ფილმის დასაწყისსა და ბოლოში ჩანს. ასევე ძველებური წესების დაცვით არის აგებული სამი 18 მეტრიანი და 25 ტონიანი საალყე კოშკურა. ერთ-ერთი სცენის გადაღებისასა, სადაც რამდენიმე მათგანის ჩამოქცევაა ნაჩვენები, ერთ-ერთი მათგანის დანგრევა სინამდვილეში მოხდა. პროცესი 11 სხვადასხვა პოზიციიდან გადაიღეს. მათი გაერთიანებით კი შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ კოშკების ნგრევა განსხვავებულ ადგილზე და გზით მოხდა. ალყის კადრების გადაღებას 21 დღე დასჭირდა,მაშინ როცა რეალურად იერუსალიმის ალყა 13 დღეს გრძელდებოდა.
გემის ჩაძირვის სცენა იყო ბოლო, რომელიც ფილმს გამოშვებამდე დაემატა. გემის ასაშენებლად ზემოთხსენებული კოშკურების ნარჩენები და კომპიუტერული გრაფიკის ელემენტები გამოიყენეს სკოტის ადრინდელი ფილმიდან "თეთრი გრიგალი" (White Squall).
ვიზუალური ეფექტები რაოდენობა 1 500 აღწევს. მათ შორის არის ეპიზოდი, სადაც სიბილა ბალიანს ბროწეულს აჭმევს. ბროწეულის ფერების სიკაშკაშე ციფრულად არის გაზრდილი იმისთვის, რომ ოთახის ბუნდოვან ფერებში მკაფიოდ გამოჩენილიყო.

ფილმის საბოლოო ვერსიის მიღებას 15 თვიანი მონტაჟის პროცესი უძღოდა წინ. გადაღების ხარჯებმა 130 მილიონი დოლარი შეადგინა. ამერიკასა და კანადაში, კინოგაქირავებიდან მხოლოდ 47 მილიონი დოლარის დაგროვება შეძლო. სამაგიეროდ ის წარმატებული აღმოჩნდა ევროპასა და არაბულენოვან ქვეყნებში (მაგ. ბეირუთში მაყურებელი ტაშით წამოდგა ფეხზე, როცა დაინახეს როგორ აიღო სალადინმა ძირს დაგდებული ჯვარცმა და თავის ადგილზე დააბრუნა). ამერიკულ კრახს რეჟისორი არასწორ რეკლამას აბრალებს, სადაც ნამუშევარი ნაჩვენები იყო როგორც რიგითი სასიყვარულო-სათავგადასავლო დრამა და არაფერი იყო ნათქვამი რელიგიური და სულიერი კონფლიქტების გამოცდაზე. ამას დაემატა ისიც, რომ კინოგაქირავებაში მისი შემოკლებული ვერსია მოხვდა.
სამაგიეროდ, სკოტს DVD გაქირავებაში გაუმართლა. იქ 114 წუთიანი ვერსია და რეჟისორის თითქმის ერთ საათიანი ჩანაწერებია, სადაც ის გადაღების დეტალებზე საუბრობს.
რაც შეეხება ფილმის "ფანტასტიკურ" ნაწილს. იქ ბევრი ისტორიულ უზუსტობას წააწყდებით, მიუხედავად იმისა რომ ისტორიის კონსულტანტად კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჰამად დაბაში იყო მიწვეული. სცენარისტმა, უილიამ მონაჰანმა, მუშაობისას უამრავი იმდროინდელი თვითმხილველის ჩანაწერები თუ ქრონიკები წაიკითხა, რაცა ისტორიული ფაქტები ზუსტი ყოფილიყო. ზოგიერთი შეუსაბამობა მართლაც რომ ფილმის შემქმნელების უყურადღებობის ბრალია. რიგი ფაქტები კი მიზანმიმართულად შეცვალეს გმირების პრეისტორიისა და ხასიათის შტრიხებისთვის რომ გაესვათ ხაზი და თან თანამედროვე მაყურებლისთვის ადვილად გასაგები ყოფილიყო.

სახელწოდება "ჯვროსნები" რომელიც ყურებისას ბევრჯერ შეგხვდებათ, სინამდვილეში მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ გაჩნდა. მათ იმ დროს სამხედრო ან მებრძოლ პილიგრიმებად მოიხსენიებდნენ. არც ტამპლიერებს ქონიათ რომაული ჯვარი გამოსახული ტანისამოსზე. იმ დროს მათ მალტური ჯვარი ეხატათ. არც მუსლიმები იყენებდნენ ნამგალა მთვარესა და ვარსკვლავს , როგორც თავიანთ რელიგიურ სიმბოლოს მე-15 საუკუნემდე და არც ცეცხლოვან ისრებს , გამუდმებული ქარების გამო. ფილმის ყველაფე უფრო გასაკრიტიკებელი ასპექტი არის ისტორიული შეუსაბამობა რეალობასთან ქრისტიანებისა და მუსლიმების რბილად რომ ვთქვათ, ვითომდა "კარგ" ურთიერთობაში. სკოტი ამბობს რომ ეს გაკეთდა ფილმის აღქმის სიმარტივისთვის. მისი თქმით ნამუშევარი თანამედროვე ხედვაა ისტორიისა. ის რასაც იმ დროს მშვიდობას ეძახდნენ მშვიდობის დღევანდელი გაგებისაგან ძალიან შორს დგას.
საერთოდ შეცვლილია გმირების უმეტესობის რეალური ისტორია.
იბელინი ბარონი, ორლანდო ბლუმის გმირი, მართლაც იყო რაიმონდ III ტრპოლელის (ფილმში ტიბერიასის) ახლო მოკავშირე. ის დაახლოებით ტიბერიასის ასაკის იყო. 1184 წელს, როცა ისტორია იწყება, ის 40 წლისა უნდა ყოფილიყო და იბელინის ბარონის ტიტული 14 წლით ადრე ქონდა მიღებული. სინამდვილეში ის იერუსალიმის დიდგვაროვანი იყო, რომელშიც სამეფო სისხლიც ერია დედის მხრიდან. ყავდა მეუღლე, რომელსაც თავი არ მოუკლავს, და 4 შვილი. ფილმში კი ბალიანი კლასიკური პროტაგონისტია ( თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ პერსონაჟს, რომელიც საკუთარ ძმას კლავს და რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ცოლს თვალჟუჟუნა პრინცესაზე ცვლის) რომელიც მოგზაურობაში წავიდა იმისთვის, რომ ცოდვები გამოესყიდა. რეჟისორის მიერ გარემოებების შეცვლად საფუძვლად უდევს ის რომ მაყურებელს კარგად დაენახა გმირის ჩამოყალიბების პროცესი,თუ როგორ გადაარჩინა სასოწარკვეთის დროს იგი მამამ, რომელიც მანამდე არასდროს ენახა, და როგორ დაანახა მას გზა სულიერი განწმენდისაკენ.

სიუჟეტის დრამატიზებისათვის შეალამაზეს სიბილას ისტორია. რეალურ ცხოვრებაში იგი გაი ლუიზელის ერთგული იყო. გმირის სიმამაცისა და გაბედულობის გამოსაკვეთად შეითხზა მის მიერ შვილის მკვლელობის ამბავიც. ფილმის ორი მთავარი ანტაგონისტი, რომლებიც ჩემდა გასაკვირად არა მაჰმადიანები არამედ ორი ფრანგი დიდგვაროვანია, გაი ლუზინელი და რენე დე შატილიონი არასდროს ყოფილან რაინდები. ისინი უბრალო დიდებულები გახლდნენ. ფილმში მათი გამოჩენა, როგორც ადამიანების ჯგუფისა რომელთაც აქვთ სამხედრო ძალაუფლება და მხარდაჭერა, სცენარის დასაძაბად გაკეთდა. გაი არასდროს ყოფილა შანტაჟისტი და პროვოკატორი.
რენეს რეალური პროტოტიპი უფრო ფლიდი და ვერაგი იყო ცხოვრებაში, ვიდრე ეს ნაჩვენებია. მის სისაძაგლესა და გაიძვერობაზე ერთნაირად წერდნენ როგორც ქრისტიანი ასევე მუსლიმი ისტორიკოსები. ის არ ემორჩილებოდა იერუსალიმის მეფეს და სალადინს ქრისტიანების წინააღმდეგ ამხედრებდა. ძარცვავდა მუსლიმების ქარავნებსა და მისი ხელიდან დაიღუპა სალადინის და. ჰატინის ბრძოლის შემდეგ, როცა გაი და რენე ტყედ ჩავარდნენ, სალადინის მდვანის ჩანაწერების მიხედვით, რენემ მართლაც დალია გაისთვის შეთავაზებული შხამი თასიდან, გაის კი ვირზე შემოჯდომა და მასხარის ქუდით დამცირება ერგო.

სინამდვილეა 16 წლის ასაკში ბოლდვინ IV-ის მიერ სალადინის დამარცხების ამბავი და ის, რომ კერაკის ბრძოლაში მისმა წინამძღოლობამ მართლაც დაასუსტა კეთროვანი მეფე და მისი სიკვდილიც დააჩქარა. სალადინმა მართლაც გაუგზავნა მოწინააღმდეგეს თავისი პირადი ექიმები. არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი ატარებდა თუ არა კეთროვანი მეფე ნიღაბს. სცენარისტს სურდა გმირი საიდუმლოს ბურუსში გაეხვია. პერსონაჟის სინჯებზე მიწვეული იყო მაიკლ შინი, ფილმში მჭედლის ძმის როლის შემსრულებელი. ედვარდ ნორტონი გაი ლუზინელის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სცენარის წაკითხივს შემდეგ მან თვითონ ითხოვა მეფის როლი და ისიც რომ ფილმის მონაწილეთა სიაში მისი სახელი არ შეეტანათ. შემქმნელების მიზანი მიღწეულია. მართლაც "მომაჯადოებლად" მოქმედებს მსახიობის ხმადაბალი ტემბრი და სახის ნაწილებიდან მხოლოდ მისი თვალების დანახვის შესაძლებლობა.
პაპი ერეკლიუსი, რომელსაც "ზეციურ სამეფოში" სახელი არ აქვს, არ იყო ისეთი ეგოისტი და ფარისეველი, როგორიც რეჟისორს სურდა რომ დაეხატა. ფილმისაგან განსხვავებით, იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, სალადინმა ხალხის გათავისუფლების სანაცვლოდ ფული მოითხოვა. შეგროვილი ფული 18 000 ადამიანის გამოსყიდვას ეყო, მაშინ როცა მოსახლეობა 33 000 აღწევდა. ღარიბებმა გადახდა ვერ შეძლეს. ბალიანმა და პაპმა თავიანთი თავები შესთავაზეს ნახევარი მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ, მაგრამ უარი მიიღეს.
ამერიკაში სკოტს არაერთგზის შეხვდა კრიტიკა იმის გამო, რომ მუსლიმი გმირები უფრო სამართლიან და ჰუმანურ ადამიანებად ყავს გამოყვანილი. სკოტმა უამრავი მადლობის წერილი მიიღო მუსლიმებისაგან, მათი მიუკერძოებელი და სამართლიანი წარმოჩენისთვის. ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა სიბრძნე, რომელიც გულგრილს გხდის ბედისწერის მიმართ და გააზრებინებს თუ რას ნიშნავს იყო მამაცი და არ გქონდეს შიში სიკვდილის მიმართ.. არ შეიძლება სიმპათიით არ განეწყო სალადინის,(ასევე მისი მრჩეველის) როგორც ქარიზმატული, ჭკვიანი, მამაცი და რაინდული სულის მქონე პერსონაჟისადმი, მიუხედავად იმისა რომ სხვა თვისებებისაგან განსხვავებით, ფილმში მისი სიკეთე გადაჭარბებულია.

მეორე ადამიანი, რომლის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებით, დევიდ თიულისის გმირია. როგორც რეჟისორი და სცენარის ავტორი ამბობენ უსახელო გმირი, ჰოსპიტალიერი ღმერთის განსხეულებაა, ან სულ მცირე ანგელოზის ან ღვთისგან წარგზავნილის. არის ორი ეპიზოდი, რომელიც არის ნაჩვენები სრულ ვერსიაში და რომელიც მინიშნებად შეიძლება ჩაითვალოს, პირველი - როცა უდაბნოში მასთან საუბრის შემდეგ ბალიანი უკან მიიხედავს, ჰოსპიტალიერი უეცრად გამქრალი დახვდება, მეორე - როცა ის ხელის დადებით "მკვდრეთით აღადგენს" ბარონს, მას შემდეც ეს უკანასკნელი სამი ასასინის თავდასხმის მსხვერპლი ხდება.
"ზეციური სამეფო" -ს სამი სხვადასხვა დასასრული არსებობს. პირველში - ბალიანი იერუსალიმიდან წასვლის შემდეგ აღარასდროს ხვდება სიბილას, ბრუნდება სოფელში და მჭედლობას განაგრძობს, მეორეში - ის და სიბილა გზად ხვდებიან ერთმანეთს, გამოელაპარაკებიან და ბალიანი კვლავ მარტო წავა სამშობლოში, მესამეში - ის ნახულობს დედოფალს და ორივენი მიდან საფრანგეთში, სადაც სიბილა არასდროს ყოფილა.
დასასრულის ბოლო ვარიანტი ყველაზე სამართლიანია. ბარონმა ვერ გადაარჩინა ქალაქი, მაგრამ იპოვა ქალი და შინაგანი სიმშვიდე.

No comments:
Post a Comment