Tuesday, 2 February 2016

უიჯი - Ouija (2014)

 Ouija
(2014) on IMDb 

1. არასოდეს ითამაშო მარტომ
2. არასოდეს გამოიყენო დაფა სასაფლაოზე
3. თამაშის დასრულებისას, ყოველთვის თქვი „ნახვამდის“

უიჯი, გასართობი დაფაა, რომლის საშუალებითაც ადამიანები გარდაცვლილთა სულებს „უკავშირდებიან“. მისი სავჭრო ნიშანი, სათამაშოების კომპანია ჰასბროს (Hasbro) ეკუთვნის. სწორედ ამ კომპანიის თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით გამოვიდა საშინელებათა ფილმი „უიჯი“, რომელმაც 2008 წლიდან მოყოლებული მრავალჯერ შეიცვალა რეჟისროი, პროდიუსერი, სცენარი, ბიუჯეტი, ქრონომეტრაჟი და როგორც იქნა თვენახევრიანი გადაღებების შემდეგ 2014 წლის ოქტომბერში დღის სინათლე იხილა. სტაილს ვაითმა პირველად მოსინჯა საკუთარი თავი როგორც რეჟისორმა და მრავალგზის ყველანაირად სახეცვლილი ფილმი საბოლოოდ მთლად შიშისაგან ასაკანკალებელი ჰორორი ვერ გამოვიდა. 

ზეციური სამეფო - Kingdom Of Heaven (2005)

 Kingdom of Heaven
(2005) on IMDb 

სერ რიდლი სკოტი იმ საკულტო რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის არამარტო ბიუჯეტით მაშტაბური ფილმები, განსაკუთრებით პოპულარული ფანტასტიკის, ტრილერისა და ისტორიული დრამის მოყვარულთა შორის არის. ასევე მათთვის, ვინც კინოში კარგი სპეც. ეფექტებისა და უახლესი ტექნოლოგიებით მიღწეული შთამბეჭდვი ვიზუალური კადრებისაგან სიამოვნების მისაღებად  დადის.
"ზეციური სამეფო" ზემოთჩამოთვლილი მახასიათებლების კარგი ნიმუშია (მათ შორის, ფანტასტიკის ჟანრისაც; მიზეზებზე რამდენიმე აბზაცის შემდეგ დავწერ ; ). მას ხშირად ადარებენ, სკოტის რამდენიმე წლით ადრე გადაღებულ "გლადიატორს" რაც, ჩემი აზრით, შეცდომაა. თუმცა ვითვალისწინებ იმას, რომ ხალხი მაინც იმას ხედავს რაც მათ უნდათ, ჩემი პოზიციის  დასამტკიცებლად თუ გასაქარწყლებლად არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების მოყვანას არ დავიწყებ, რადგან ფილმი ისედაც დიდია და პოსტიც, შესაბამისად, გრძელი გამოდის. დავამატებ ერთს: ამ კონკრეტულ თემაზე წერა გამიჭირდა და დროშიც გამეწელა, ეს კი იმას ნიშნავს რომ ნამუშევარი არც თუ ისე მოსაწონი გამოდგა ჩემთვის.

ზაფხულის სასახლე - Summer Palace (2006)

 Summer Palace
(2006) on IMDb



შეიძლება არც ისე შემთხვევთია ის, რომ ბლოგს ამ პოსტით ვიწყებ. ვერ ვიტყვი, რომ "ზაფხულის სასახლე" ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია, მაგრამ იმის თქმა კი თამამად შემიძლია რომ მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა; იმდენად, რომ მისი დასრულების შემდეგ სასწრაფოდ სხვა ფილმს დავუწყე ძებნა ის ემოციები რომ გამელენებინა რაც მისმა ყურებამ დამიტოვა. ძალიან მოკლედ თუ ვიტყვი ეს არის ფილმი
sub kino blogspot com
სიყვარულზე. თუ ელოდებით მორიგ რომანტიკულ დრამას, რომელზედაც ჯერ სიმწრის ცრემლებს დაღვრით  მისი გმირების ტანჯვის ყურებითა და ბოლოს სიხარულის ცრემლებს დააყოლებთ ბედნიერი დასასრულის ცქერით, მაშინ ეს სურათი თქვენთვის არ არის. იმ გრძნობისაგან, რომელსაც აქ ნახავთ, არ უნდა ელოდოთ არც სამუდამოდ ერთად ყოფნას და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს - არც ბედნიერებას; უბრალოდ უნდა დატკბე ყოველი წუთით, რადგან არ იცი რა შეიცვლება ხვალ.